Google-მა უკვე აღიარა მისი ახალი საოპერაციო სისტემის Fuchsia-ს არსებობა და მისი სატესტო ვერსიები ხელმისაწვდომიც კი გახადა მობილური მოწყობილობებისა და პერსონალური კომპიუტერებისათვის. არის თუ არა ეს უბრალოდ ექსპერიმენტი თუ კომპანიას უფრო დიდი მიზნები აქვს? Fuchsia, როგორც ჩანს უახლოეს მომავალში Android და Chrome OS საოპერაციო სისტემას ჩაანაცვლებს. ხელმძღვანელობას ჯერ ოფიციალური გეგმების შესახებ არ უსაუბრია, მაგრამ Google-ის ინჟინრები უკვე ატარებენ ექსპერიმენტებს და ტესტავენ ახალ საოპერაციო სისტემას ჭკვიან დინამიკებზე და სხვა მცირე მოწყობილობებზე. Blomberg-თან საუბარში კომპანიამ 5 წლიან ვადაზე ისაუბრა, რომლის განმავლობაშიც შესაძლოა ახალი მოწყობილობები ვიხილოთ Fuchsia-ს მართვის ქვეშ.

გასული წლების განმავლობაში Google-ს ძალიან ბევრ პრობლემებთან მოუწია გამკლავება უკვე არსებული პროგრამული გადაწყვეტილებების გამო. ორივე Android და Chrome OS დაფუძნებული Linux-და მასში არის ტექნოლოგიები, რომლებიც Google-ს აღარ ჭირდება. Android-ში ჯერ კიდევ არის Java-s ელემენტები (ახლა უკვე OpenJDK) რომლისგანაც გათავისუფლება კომპანიისთვის Oracle-თან ომის დასასრულებლად უნდა. Fuchsia იმედს იძლევა, რომ უფრო მორგებული იქნება ხმოვან მართვას და მისთვის უსაფრთხოების განახლებები Android-ზე სწრაფად გამოვა.

წინა სტატიასაქართველო ევროპის ბიზნეს ენჯელების ქსელის სრულფასოვანი წევრი გახდა
შემდეგი სტატიაგამოვიდა ახალი Android One სმარტფონები: Xiaomi Mi A2 / A2 Lite –

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი