დღეს Xiaomi-მ Mi A2 და Mi A2 Lite წარმოადგინა, რომელებიც Android One პროგრამის ფარგლებში გამოდის. შეგახსენებთ Android One არის Google-ის ინიციატივა მწარმობლებმა გამოუშვან ბიუჯეტური სმარტფონების სუფთა Android საოპერაციო სისტემით დამატებითი მოდიფიკაციების გარეშე.

ისევე როგორც გასული წლის Mi A1 ბაზირებუილი იყო Mi 5X-ზე ასევე Mi A2-ს აქვს Mi 6X-ის მსგავსი აპარატული მონაცემები. ტელეფონი 7,3 მმ. სისქისაა და 6 დიუმიანი 18:9-ზე 1080p LCD ეკრანი აქვს. Snapdragon 660 პროცესორი და 12-20 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა. სელფის კამერა 20 მეგაპიქსელიანია. მოწყობილობას აქვს USB C პორტი და 2,300 მა/სთ აკუმლატორი, 128 გიგაბაიტი საცავი და 6 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

Mi A2 Lite უფრო პატარა და იაფი ვარიანტია. მას ჩკბეჩილი 5.84 დიუმიანი 19:9 შეფარდების მქონე 1080p LCD ეკრანი აქვს. Snapdragon 625 პროცესორი, 12 და 5 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერები, 5 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა, 4,000 მა/სთ აკუმლატორი და Micro USB პორტი დამუხტვისთვის. მისი სისქე 8,75 მილიმეტირა და აქვს 64 გიგაბაიტი შიდა და 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.

ზოგიერთი მომხმარებლისთვის Lite ვერსია უფრო მომხიბლავი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგანაც დიდი აკუმლატორისა და ნაკლებად წარმადი პროცესორის კომბინაცია ჩაკბეჩილ ეკრანთან მეტ ენერგომოხმარებას და თანამედროვე დიზაინს გვთავაზობს.

Mi A2/A2Lite სმარტფონები პირველ რიგში ესპანეთში გაიყიდება და მისი ესპანური ფასები შემდეგნაირი იქნება:

A2
€249 (~$290) – 4GB/32GB
€279 (~$325) – 4GB/64GB
€349 (~$408) – 6GB/128GB.

A2 Lite
€179 (~$209) – 3GB/32GB
€229 (~$267) – 4GB/64GB

გაყიდვები ამ თვეშივე დაიწყება და როგორც კომპანია ამბობს ახალი სმარტფონები 40 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here