სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სატრანსპორტო ნაკადების მართვა ჭკვიანი შუქნიშნების საშუალებით განხორციელდება.

მისივე თქმით, აღნიშნული სისტემა მონაცემების შეგროვებასა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ნაკადების მართვასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს.

შუქნიშნებზე დამონტაჟებული ჭკვიანი სისტემები დაითვლიან დღისა თუ წლის მონაკვეთებში ნაკადების ფაქტობრივ მონაცემებს და აქედან გამომდინარე, ელექტრონული პროგრამის საშუალებით მოხდება ოპტიმალური სქემების შემუშავება, თუ როგორ ჯობს დღის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მართვა.

წინა სტატიაგამოვიდა ახალი Android One სმარტფონები: Xiaomi Mi A2 / A2 Lite –
შემდეგი სტატიაბათუმში ბლოკჩეინ & კრიპტო პრაქტიკუმი გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი