კონტენტზე გადასვლა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ პარიზში გაერთიანებული ერების გარემოს დაცვის პროგრამის დიალოგში – Exploring Blockchain Technology and Environmental Sustainability მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა საქართველოში გატარებული იმ რეფორმების შესახებ, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელდა, ასევე სამომავლო გეგმებზე თუ რას აპირებს ქვეყანა ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

სხდომაზე გაეროს მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს როგორც ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანას ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!