„საქართველოს აისიტი კლასტერი“, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დარეგისტრირდა.

აღნიშნულ პროექტს GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ კლასტერის ერთ-ერთი მთავარი სამთავრობო პარტნიორია სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“. გარდა იმისა, რომ სააგენტოში არსებობს ცალკე პორტფელი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ამ სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობა „უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის“ ფარგლებშიც მიმდინარეობს.

„საქართველოს აისიტი კლასტერის დაფუძნება დააჩქარებს ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ინტერნაციონალიზაციას. აღნიშნული დაეხმარება ამ სექტორის მცირე და საშუალო საწარმოებს დაძლიონ გამოწვევები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება, გაყიდვები და საერთაშორისო ბაზრებზე შეღწევა“ – განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დარჩიამ.

„საქართველოს აისიტი კლასტერი“ სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს კავშირების დამყარებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით.

კლასტერის მიზანია გააერთიანოს სფეროში მოღვაწე კომპანიები, პროფესიონალები, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

წინა სტატიაXiaomi-მ Redmi Note 5-ის განახლებული ვერსია დააანონსა
შემდეგი სტატიაინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დიალოგში მიიღო მონაწილეობა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი