Xiaomi Redmi Note 5 წარმოადგინეს შემოდგომაზე – როგორც გაირკვა კომპანია არა მხოლოდ ამ ხაზის გამოშვებას აპირებს. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში კომპანია Xiaomi მოწყობილობის გაუმჯობესებულ ვერსიას გამოუშვებს, რომელიც განკუთვნილი იქნება ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლებისათვის.
ახალი ვერსიის პირველი ცვლილება არის შიდა მეხსიერების მაქსიმალურად გაზრდა, 64 გბ-დან 128გბ-მდე. ეს მოდიფიკაცირებული ვერსია აღჭურვილი იქნება 6გბ ოპერატიული მეხსირებით. არანაკლებ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მთავარი კამერის მოდულის განახლება. მას აქვს f/1,9 აპერტურა.
ახალი ვერსია ძირითადად იმეორებს უკვე გამოსული მოდელის მახასიათებლებს: მოწყობილობას აქვს 5,99 დიუმიანი ეკრანი შეფარდებით 18:9-ზე, აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Snapdragon 636 სიხშირით 1,8გჰც, აღჭურვილია ორმაგი მთავარი კამერით 12 და 5 მპ სენსორებით. წინა კამერა არის 13მპ.
Xiaomi Redmi Note 5 მეხსიერებით 128გბ ჩინეთის ბაზარზე გაყიდვაში გამოვა 27 ივლისს. განახლებული სმარტფონის ღირებულებაა 250 დოლარი.