Startup23-26 აგვისტოს, ტექნოპარკში ტექნოლოგიური ბანაკი-ინტელექტუალური კონკურსი – “ინოვაცია თბილისისათვის” გაიმართებაIrakli Kashibadze27 ივლისი 2018 · 1 წთ საკითხავიააღონისძიება 72 საათიანი ინტელექტუალური კონკურსისა (ჰაკათონს) და ტრენინგისგან (“როგორ წარვუდგინოთ პროექტი ინვესტორს“) შედგება, რომლის მთავარი მიზანია, აღნიშნული დროის განმავლობაში მონაწილეებმა (როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად) შექმნან ინოვაციური პროექტების პროტოტიპები ან/და პრეზენტაციები. აღნიშნული პროექტი მოიცავს: კვებას ყველა მონაწილეს გადაეცემა ბრენდირებული მაისური მონაწილეობის სერტიფიკატი რაც მთავარია, პროექტის საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 ლარს. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18 – 29 წლამდე ახალგაზრდებს. სამუშაო თემა: ინოვაციური პროექტები თბილისისთვის (გარე განათების ოპტიმიზაცია, პარკირების პროექტები, ურბანული განვითარება, საცობების შემცირება და ა.შ.); ენერგო–ეფექტურობა, მწვანე ენერგია, ეკოლოგია; ინოვაცია ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიების თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება. სარეგისტრაციო ფორმა: https://form.jotform.me/81971936060461 ააწაიკითხეთ შემდეგქართული სტარტაპი Pharao Unicorn Startup Battle International-ის ფინალში გადავიდა14 ნოემბერი 2022ანა რობაქიძე Web Summit-ის Pitch-ის კონკურსის გამარჯვებულია4 ნოემბერი 2022Startup Pitch Night ღონისძიებაზე Hell-0-W!N გამარჯვებული გამოვლინდა3 ნოემბერი 2022გაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!