საქართველოს, როგორც განათლების ჰაბის პოპულარიზაციისთვის წლის ბოლომდე 1,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ფული, სარეკლამო სააგენტოების მომსახურებისთვის, გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად, საგამოფენო სივრცეების მოსაწყობად და სხვა ღონისძიებებზე დაიხარჯება.

1,6 მილიონი ლარიდან, ყველაზე მეტი თანხა – 990 ათასი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვისაა გათვალისწინებული. დარჩენილი თანხა, ასევე მოხმარდება გორის სასწავლო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტისა და ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჭიროებებს, მოიზიდონ უცხოელი სტუდენტები.

თანხის ნაწილს თავად განათლების სამინისტრო დახარჯავს, ღონისძიებებისა ორგანიზებისა და კვლევების ჩასატარებლად.

წინა სტატიასან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის კვლევითი პროგრამა
შემდეგი სტატიასაქართველოს ელ-მმართველობის მაჩვენებელი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი