30 ივლისს, ფაბრიკაში, ბარ dive-ში UG Startup Factory-სა და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის მიერ ორგანიზებული პროგრამა – “ინოვაციური ზაფხული”-ს დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა.

პროგრამის მიზანი იყო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარების გზით ინოვატორი, თანამედროვე და თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების ჩამოყალიბება.

ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა:

განევითარებინათ უნარ-ჩვევები
გაეცნოთ საინტერესო ადამიანები
მოესმინათ საუბრები მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით
მიეღოთ მნიშვნელოვანი რჩევები
გამოევლინათ და გამოეყენებინათ ინფორმაცია და ცოდნა, რომელიც პროგრამამ შესძინა მათ

დასკვნითი ღონისძიების ფორმატი იყო ე.წ. Shark Tank-ი, რომელიც გულისხმობს 5-7 წუთიანი პრეზენტაციების წარდგენას დამსწრე საზოგადოების წინაშე. პროგრამის მონაწილეები დაიყვნენ გუნდებად და ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს თავიანთი იდეები. 6-მა გუნდმა წარადგინა განსხვავებული იდეა, რომელიც გამომდინარეობდა სოციალური პრობლემებიდან.

გუნდების მთავარი მოტივი იყო ის, რომ შეერჩიათ გარკვეული პრობლემა და ეზრუნათ მათ ისეთი პროდუქტის/მომსახურების შექმნაზე, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ან აღმოფხვრის მას.

დასკვნით ღონისძიებაზე თითოეულ პროექტის მონაწილეს პროექტის ორგანიზატორებმა გადასცეს სერტიფიკატები პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის.

წინა სტატია“ინოვაციური ზაფხული”-ს მონაწილეებმა საინტერესო სტარტაპები წარმოადგინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის ოლიმპიადაზე

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი