საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის ოლიმპიადაზე

საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთისაპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე(IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა და პრაღაში ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა დასპორტის სამინისტრო ავრცელებს.

“სამინისტროს სახელით ვულოცავთ მოსწავლეებს გამარჯვებას და მადლობას ვუხდითნაკრების მენტორთა ჯგუფს: ელიზბარ ელიზბარაშვილს, ვახტანგ კურცხალიას დათინათინ ბუთხუზს.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ:

  • გიორგი პეტრიაშვილი (კომაროვის სკოლა)
  • დავით რიჟინაშვილი (ვეკუას სკოლა)
  • საბა გოგიჩაიშვილი (კომაროვის სკოლა)

ხოლო საპატიო დიპლომი გადაეცა – ლევან გოჯიაშვილს (სერვანტესის სახელობისგიმნაზია აია-ჯესსი).

დაკვირვებადი სამყარო 93 მილიარდი სინათლის წელია, მაგრამ რა არის მის მიღმა? აი, რა არ შეგვიძლია დავინახოთ…

ხელოვნური ინტელექტი ახალ მიდგომებთან კომბინაციაში წამლების შექმნას ორჯერ დააჩქარებს — Reuters

Google-ის აქციები 8%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საძიებო გიგანტმა ანტიმონოპოლიურ საქმეში უმძიმესი სასჯელი აიცილა თავიდან

Anthropic ახლა $183 მილიარდი ღირს. კომპანიის შეფასება ექვს თვეში სამჯერ გაიზარდა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *