განათლებაფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ქართველი ახალგაზრდების წარმატებაIrakli Kashibadze1 აგვისტო 2018 · 1 წთ საკითხავიაამოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPhO), რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, მიმდინარეობდა დასრულდა. საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა – ზურაბ ჯაშმა (ვეკუას სკოლა), ხოლო საპატიო სიგელები გადაეცათ კომაროველებს – დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს. “სამინისტროს სახელით ვულოცავთ გამარჯვებულებს და მათ პედაგოგებს: გიორგი დალაქიშვილს, გრიგოლ ფერაძესა და დავით ნიშნიანიძეს.” – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა, მათ შორის, საქართველოდან მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრები. ააგაზიარებაკომენტარები კომენტარის დაწერაჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!