კომპანია Honor-მა წარმოადგინა სმაარტფონი Note 10. ფლაგმანურ მოწყობილობას აქვს მეტალის კორპუსი, უახლესი კამერა თავისთვის გამოყოფილი პროცესორით და აქვს საფირმო ტექნილოგიიის მხარდაჭერა რომელიც განკუთვნილია სპეციალურად მობილური გეიმინგის მოყვარულებისათვის.

ფლაგმანს აქვს 6,95 დიუმიანი 2.5 AMOLED ეკრანი Full HD+ გაფართოებით და HDR10 მხარდაჭერით. სმარტფონის “გულია” ჩიპსეტი Kirin 970 მაქსიმალური სიხშირით 2,4 გჰც 6-დან 8გბ-მდე ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერით (მოდიფიკაციის შესაბამისად).

მაქსიმალური პრდუქტიულობისათვის სმარტფონს აქვს საფირმო ტექნოლოგია GPU Turbo, ასევე ფუნქცია Double Turbo. სმარტფონზე მორგებულია გაგრილების სისტემა NINE. მისი გამოყენებით ჩიპსეტის ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს.

ორმაგი კამერა აღჭურვილია 24მპ და 16 მპ სენსორებით. წინა კამერა კი 13 მპ-ია. ნებისმიერ რეჟიმში გადაღების დროს ხელმისაწვდომია სცენის ამოცნობის რეჟიმი, რაც ხორციელდება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ფოტოების პოსტდამუშავებაზე პასუხისმგებელია მისთვის განკუთვნილი პროცესორი.

ხმოვან ჩიპს აქვს ტექნოლოგია Dolby Atmos-ის მხარდაჭერა, სტერეოდინამიკები პასუხისმგებელია ყურსასმენების გარეშე გაშვებულ აუდიო ხარისხზე.

Honor Note 10-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • ეკრანი: 6,95″, AMOLED, 2220×1080
  • ჩიპსეტი: რვაბირთვიანი Huawei Kirin 970, Mali-G72 MP12 GPU, დამატებითი დამხმარე პროცესორი i7, ტექნოლოგია GPU Turbo-ის მხარდაჭერა
  • ოპერატიული მეხსიერება: 6/8 გბ
  • დამაჩქარებელი: 64/128 გბ, მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა microSD 256 გბ
  • საოპერაციო სისტემა: Android 8.1 Oreo EMUI 8.2
  • SIM-ბარათის სლოტი: ჰიბრიდული (nano + nano / microSD)
  • კამერა: მთავარი 16+24 მპ, დიაფრაგმა f/1.8, წინა კამერა 13 მპ დიაფრაგმით f/2.0
  • ეკრანის განბლოკვა: დიქტოლოზკოპიული სენსორი
  • კავშირი: 4G VoLTE, WiFi 802.11ac, Bluetooth 4.2 LE, GPS, NFC
  • ბატარეა: ლითიუმ-იონი, 5000 მა/სთ, სწრაფი დამუხტვის ფუქნციით Super Charge
  • ზომები:: 177 x 85 x 7.65 მმ
  • წონა: 230 გრამი

Honor Note 10 ხელმისაწვდომი იქნება შავ და ლურჯ ფერებში. 6/64გბ მოდელის ფასი 409 დოლარი იქნება, 128გბ-იანი ვერსია 468 დოლარი ეღირება, ტოპ ვერსიის 8/128გბ ფასი კი 527 დოლარი იქნება.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here