ინსტრუმენტების მაღაზია – მუსიკის სახლი მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს ინტერნეტსივრცეში მუსიკალური ინსტრუმენტების პირველ ონლაინ პლატფორმას შესთავაზებს.

ონლაინ მაღაზიის კონცეფცია გულისხმობს მეტი შესაძლებლობების შეთავაზებას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს იმ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც ამ დროისათვის ფიზიკურად არ აქვთ წარმოდგენილი მაღაზია, რამაც შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლოკალური მუსიკალური ბენდებისა თუ შემსრულებლების მეტად განვითარებაზე.

რაც შეეხება მიწოდებასა და მის ღირებულებას, მუსიკის სახლმა დეველოპერებთან ერთად, ტრანსპორტირების კალკულატორი შეიმუშავა, რომელიც ავტომატურად ითვლის ლოჯისტიკური კომპანია DHL-ის ტარიფების მიხედვით გადასახდელ თანხას.

მუსიკის სახლი ადგილობრივ ბაზარზე 16 წლია რაც პოზიციონირებს. ამ დროისთვის მას თბილისსა და ბათუმში 3 ფილიალის აქვს.

https://musikis-saxli.ge
წინა სტატია„სქულბუქის“ მობილური აპლიკაცია სექტემბრიდან გაეშვება
შემდეგი სტატიასაქართველოს კიბერუსაფრთხოების რეიტინგი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი