6 აგვისტოს საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი ჯორჯ არისონი სტარტაპ გრაინდს ეწვია.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ჯორჯ არისონმა დამსწრე საზოგადოებას თავისი გამოცდილება და სილიკონ ველის უამრავი კავშირების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.

“მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა დასასვენებლად არის წასული, მაინც 400-ზე მეტი ადამიანი მოვიდა სტარტაპგრაინდზე, რათა მოესმინათ ყველაზე წარმატებული ქართველი სტარტაპერისთვის. ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობას იღებდა 20-ზე მეტი სტარტაპი და ინვესტორი.“ – განაცხადა navigator-თან საუბრისას startup grid თბილისის თანადირექტორმა გიორგი ტუხაშვილმა.

ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) ქართველი ანტრეპრენერია სან ფრანცისკოში. მან დააარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიცია მოიზიდა, წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. Shift გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის. Shift-მდე, 2007 წელს არისონი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც Curb. ეს კი ტაქსის სერვისის ონლაინ აპლიკაცია იყო Uber-ამდე.

ჯორჯ არისონი Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მან ცოდნა და კავშრები შეიძინა. იგი ასევე მუშაობდა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფში.

Startup Grid თბილისი ყოველთვიური სერიებია, სადაც ხდება სტარტაპების დამფუძნებლების ისტორიების გაზიარება და ქართული სტარტაპებისთვის თავშეყრისა და გაძლიერებისთვის გარემოს შექმნა.

წინა სტატიაროგორ მუშაობს ფაბლაბი
შემდეგი სტატიაSkype-ის საუკეთესო ალტერნატივები | 2018

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი