6 აგვისტოს, ფაბლაბის ტექნიკურმა სპეციალისტებმა პროექტ – როგორ მუშაობს ფაბლაბის ბოლო ორი ნაკადის 20 წარმატებული მონაწილე დააჯილდოვეს.

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მონაწილეები დაეუფლნენ მომავლის პროფესიებსა და გაეცვნენ ფაბლაბში არსებული ისეთი დანადგარების მუშაობის პრინციპს, როგორებიცაა:

პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router)
3D ბეჭდვა
პროგრამირებადი საკერავი მანქანა
ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა
ლაზერული ჭრა და გრავირება
ვაკუუმფორმირება და თერმოგადატანა
ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი

როგორ მუშაობს ფაბლაბი – მიზნად ისახავს ტექნოპარკის ფაბლაბში არსებული დანადგარების პოპულარიზებას, მათი მუშაობის სპეფიციკის სწავლებასა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის საბაზისო ცოდნის მიცემას.

თუ თქვენც გსურთ დაეუფლოთ მომავლის პროფესიებსა და გაეცნოთ ფაბლაბში არსებული დანადგარების მუშაობის პრინციპს, მაშინ გაიარეთ რეგისტრაცია 12 აგვისტომდე აღნიშნულ ბმულზე – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfMPkPSs-6jS2V9eFjr9eroQ1nPWWQGypDz9ocNql0lFm_sWQ/viewform

ტრენინგზე მიღებისთვის აუცილებელი პრე-რეკვიზიტები:

პროგრამირებადი ჩარხი (CNC Router) – ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია Artcam-თან მუშაობის გამოცდილება და მარტივი 3D მოდელირების ცოდნა.
პროგრამირებადი საკერავი მანქანა – ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვა -ნებისმიერ ვექტორულ ან რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
ლაზერული ჭრა და გრავირება -ნებისმიერ ვექტორულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. სასურველია რასტრულ გრაფიკასთან მუშაობის გამოცდილება.
ფართოფორმატიანი ბეჭდვა და სასერი პლოტერი – ნებისმიერ ვექტორულ და რასტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.
3D ბეჭდვა – ნებისმიერ 3D პროგრამაში მარტივი მოდელის აგების გამოცდილება.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ტრენინგის ხანგრძლივობა ერთი-ორი კვირა (დანადგარის სპეციფიკიდან გამომდინარე)

წინა სტატიატურიზმთან დაკავშირებით სტარტაპ კონკურსი ჩატარდება
შემდეგი სტატიაჯორჯ არისონი სტარტაპ გრაინდს ეწვია

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი