Cambridge Analytica-ს სკანდალის შემდეგ Facebook-ის მილიონობით მომხმარებელმა გადაწყვიტა შეეგროვებინა საკუთარი მონაცემები და სვამდნენ კითხვებს, ცდილობდნენ გაერკვიათ როგორ წაეშალათ Facebook.

Facebook-ს არ სურს რომ თქვენი მონაცემები დაიკარგოს ან აღარ იყოს მათ ბაზაში. თუმცა მცირე ძალისხმევის შედეგად შეგიძლიათ გადმოიწეროთ პერსონალური ინფორმაცია და სამუდამოდ წაშალოთ Facebook ექაუნთი.

თუ გინდათ რომ Facebook ექაუნთი შეინარჩუნოთ მეგობრებთან სასაუბროდ, მაგრამ არ გაუზიაროთ თქვენი მონაცემები აპლიკაციის დეველოპერებს, შეგიძლიათ რომ Facebook-ს გაუთიშოთ წვდომა სხვა საიტებთან. თუ გადაწყვიტეთ, რომ საბოლოოდ წაშალოთ ექაუნთი, ამისთვის საჭიროა.

1. გადმოვიწეროთ პირადი ინფორმაცია Facebook-დან

თუ გარკვეული დროის მანძილზე იყენებდით Facebook-ს, შესაძლოა თქვენი ათასობით სურათი და ვიდეოა შენახული სერვერებზე, ასევე ათასობით პოსტი და კომენტარი. Facebook ასევე ინახავს ინფორმაციას თუ სად იმყოფებოდით სერვისში შესვლის დროს, როდის და რამდენჯერ დააჭირეთ რეკლამებს, ასევე ინახავს თქვენი ექაუნთის სტატუსის ისტორიას.

სანამ წაშლიდეთ Facebook ექაუნთს, შეინახეთ თქვენი ინფორმაციის ასლი. ამისთვის საჭიროა შევიდეთ Settings-ში დავაჭიროთ “Download a copy of your Facebook data”. ექაუნთის წაშლის შემდეგ ამ ინფორმაციის მიღებას ვერ შეძლებთ.

2. წაშალეთ თქვენი ფოტოები და პოსტები

Facebook ექაუნთის წაშლის შემდეგ თქვენი ფოტოების და პოსტების წაშლას დასჭირდება 90 დღემდე პერიოდი. თუ არ გინდათ რომ თქვენმა ინფრომაციამ ‘იხეტიალოს’, დაიწყეთ ყველაფრის დამოუკიდებლად წაშლა.

Social Book Post Manager არის Chrome-ის პლაგინი რომელიც დაგეხმარებათ Facebook-ზე ბევრი პოსტი ერთდროულად წაშალოთ. შეინახეთ თქვენი ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული მითითებების მიხედვით, შემდეგ კი გამოიყენეთ პლაგინი.

3. წაშალეთ Facebook

პერსონალური მონაცემების შენახვის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ Facebook-ის წაშლის გვერდზე. Facebook-ის სერვერებზე თქვენი ინფორმაცია 90 დღის განმავლობაში წაიშლება. თუმცა ინფორმაცია მიუწვდომელი გახდება როგორც კი წაშლას დააჭერთ ხელს.

 

წინა სტატიაროგორ გადმოვწეროთ Android Pie ახლავე
შემდეგი სტატიაXiaomi: Mi Sport Bluetooth Headset – ახალი სპორტული გარნიტურა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი