11 აგვისტოს, 18:00-ზე, ილიაუნის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში კომპანია -Venatus-ის ორგანიზებით ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა – Poznan Game Arena – Game Industry Conference-ს შესახებ.

Poznan Game Arena (PGA) 2018 არის 3 დღიანი ღონისძიება, რომელიც წელს პოლონეთში პოზნანის საკონგრესო ცენტრში 12-14 ოქტომბერს ჩატარდება.

PGA აერთიანებს მულტიმედიისა და გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანური რესურსების, გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერებს მსოფლიოს ყველა წერტილიდან.

ასევე შეგახსენებთ, რომ ვენატუსი ატარებს PGA-ზე საქართველოს დელეგაციის შესარჩევ კონკურსს.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა – https://docs.google.com/forms/d/1mGFbdqxvQFH0R2UzNV69SjuDOH_BIlysx843IyI19fo/viewform?edit_requested=true

რეგისტრაცია გაგრძელდება 18 აგვისტომდე

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here