ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კასრაძემ ტექნოპარკში, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ინოვაციების შესახებ საჯარო ლექცია ჩაუტარა.

ავთანდილ კასრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება წარმოადგენს. გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებიც ახალგაზრდებს აქვთ თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად.

ხოლო ლექციის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია.

მოსწავლეებმა, ასევე დაათვალიერეს ტექნოპარკის სივრცე და მისი მაღალტექნოლოგიური დანადგარები, გაეცნნენ ფაბლაბის სერვისებს და მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ.

წინა სტატიაXiaomi: Mi Sport Bluetooth Headset – ახალი სპორტული გარნიტურა
შემდეგი სტატიაკომპანია Venatus-ი საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი