საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ იაპონიის უნივერსიტეტთაშორისი კვლევითი ინსტიტუტების კორპორაციის KEK-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

KEK წარმოადგენს იაპონიის ნაწილაკთა ფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიების წამყვან ქსელს, რომელიც თეორიული ნაწილაკთა ფიზიკის, ბირთვული ფიზიკის, მასალათმცოდნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი დარგების მიმართულებით აწარმოებს კვლევებს.

შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხარეებმა საქართველოს მეცნიერების KEK-ის საერთაშორისო პროექტ COMET-ის ფარგლებში ჩართულობა, არსებული წარმატებები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ თანამედროვე საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების მხარდასაჭერად, არამედ, შესაბამისი ტექნოლოგიური ბაზის და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისთვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ COMET ექსპერიმენტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ერთობლივი სადოქტორო პროგრამის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.

ალექსანდრე თევზაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების მჭიდრო კავშირის მნიშვნელობასა და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა დაადასტურა.

წინა სტატიაXiaomi Hey+Band – ახალი ტრეკერი უკვე ფერადი ეკრანით
შემდეგი სტატიაGoogle Pixel 3 XL-ის მოულოდნელი მახასიათებლები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი