ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც დემონსტრირებულია Google Pixel 3 XL-ის დიზაინი და Android 9.0 Pie-ის ფუნქციონალი. ასევე, ვიდეოში ჩანს ახალი მოწყობილობის ეკრანის მოულოდნელი მახასიათებლები.
ვიდეოში ნაჩვენებია მოწყობილობა თეთრი უკანა პანელით. კარგად ჩანს ეკრანი, რომელსაც აქვს დიდი ჩაჭრილი ნაწილი iPhone X-ის სტილში. დივაისის დიაგონალის ზომა მოულოდნელი აღმოჩნდა მომხმარებლებისათვის და ის შეადგენს 6,7 დიუმს. ეკრანის გაფართოებაა 2960×1440 წერტილი, პიქსელების სიმჭიდროვე – 494 ppi.
Pixel 3 XL-ს აქვს პროცესორი Snapdragon 845, 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, დამატებითი მეხსიერება 64 გბ და ბატარეა 3 430მა/სთ. სენსორების რეზოლუცია – 12 და 8 მეგაპიქსელი.
ბლოგერმა აღნიშნა, რომ მას ხელში ჩაუვარდა სატესტო ვერსია და გაყიდვისათვის მოწყობილობის დიზაინი და ტექნიკური მახასიათებლები შესაძლოა შეიცვალოს. სმარტფონის რელიზი დაგეგმილია 2018 წლის 4 ოქტომბერს.