რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის (First Global) საქართველოს გუნდი ილია მესტვრიშვილის ხელმძღვანელობით რობოტ – ვანოსთან ერთად წარსდგება.
საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ის მიზანი მსოფლიო მასშტაბით მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივებაა. კონკურსი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას, რომლებიც მსოფლიოს წინაშე არსებული ისეთი გამოწვევების მოგვარებას შეძლებენ, როგორიცაა: სასურსათო უსაფრთხოება, წყლის რესურსების დაცვა, დაავადებათა კონტროლი, საინფორმაციო უსაფრთხოება და სხვა.
წელს კონკურსი მექსიკაში გაიმართება, თემა კი ენერგო ეფექტურობა იქნება.