სმარტფონების ბევრი მწარმოებელი უარს ამბობს microSD სლოტის დამატებაზე, თუცა Samsung აგრძელებს დამატებითი მეხსიერების მოცულობის გაზრდას. Galaxy Note 9-ს ძალიან დიდი შიდა მეხსიერება აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც დაამატეს microSD სლოტი. ახლა კი კომპანიამ გამოაცხადა რეკორდული მოცულობის ბარათის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის სმარტფონების და პლანშეტების უმეტესობას აქვს 2 ტერაბაიტამდე ბარათის მხარდაჭერა, დიდი ინფორმაციის მატარებელი ბარათები ძალიან ცოტაა გაყიდვაში. კომპანია Samsung-მა გადაწყვიტა გამოესწორებინა სიტუაცია საკუთარი 512 გბ-იანი microSD ბარათის გამოშვებით.

Unpacked-ის პრეზენტაციაზე დიუ ბლერდმა, რომელიც არის SAmsung-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, შეგვატყობინა რომ ახალი ბარათის გაყიდვა ახლო მომავალში დაიწყება.

დღეისათვის ყველაზე დიდი მოცულობის ბარათია 400გბ. 512 გბ-იანი ბარათის წარმოების შესახებ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა. ამ აქსესუარზე სავარაუდო ფასი იქნება $300. ამ microSD ბარათის დამატებით Galaxy Note9-ის მომხმარებლებს მეხსიერება საერთო ჯამში 1 ტერაბაიტი ექნებათ.

პასუხის გაცემა

Please enter your comment!
Please enter your name here