OPPO R17 და R17 Pro გამოჩნდა საიტ TENAA-ს პრომო-სურათებზე. თუ ტიზერი სწორი აღმოჩნდა, პრო ვერსიას ექნება სამმაგი კამერა, როგორც Huawei P20 Pro-ს. გარდა ამისა, ახალი სმარტფონს ექნება ეკანზე ჩაჭრილი ადგილი წინა კამერისათვის.
გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, OPPO R17 და R17 Pro-ს უკანა პანელზე აქვს შუშა რომელიც არის გრაფიენტ ეფექტით. წინა პანელზე მოთავსებულია ეკრანი, რომელიც არის უჩარჩოო. აქვს მინინალისტური ჩაჭრილი ადგილი სელფის კამერისათვის – უფრო პატარა ვიდრე Essential Phone-ს აქვს. მოსალოდნელია, რომ მოწყობილობას ასევე ექნება თითის ანაბეჭდის სკანერი.
OPPO R17 Pro-ს შესაძლოა ექნეს Snapdragon 845 ჩიპსეტი და 10 გბ ოპერატიული მეხსიერება. R17 აღჭურვილია პროცესორით Snapdragon 710 და 8გბ ოპერატიული მეხსიერებით. ორივე გაჯეტს ექნება 6,4 დიუმიანი ეკრანი და ბატარეა 3 415 მა/სთ. მოწყობილობების ზომებია: 157,5 х 74,9 х 7,5 მმ.
R17 და R17 Pro შესაძლოა გაყიდვაში უკვე აგვისტოს ბოლოს გამოვიდეს. მოწყობილობების ფასები საიდუმლოდ რჩება.