“ბოთლიყლაპია” აპარატების პროექტი თბილისში

“ბოთლიყლაპია” აპარატების პროექტი თბილისში

Irakli KashibadzeIrakli Kashibadze

თბილისის მერიის ცნობით, ქალაქში ბოთლების ავტომატური მიღების აპარატები წლის ბოლომდე დაიდგმება.

“ბოთლიყლაპია” აპარატები პროექტი – შენი იდეა ქალაქის მერს ფარგლებში ხორციელდება, რომლის ავტორიცაა კუკური ბარამიძე.

“ბოთლიყლაპია” აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში.

ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობლემას ერთდროულად აგვარებს:

დანაგვიანება – “ბოთლიყლაპია” აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც პლასტიკის მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ ბოთლებს შეიძენენ.
უკუგება – ბოთლის ჩაბარებას შესაბამისი განსაზღვრული მატერიალური უკუგება ექნება.

პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.

რაც შეეხება, განთავსების ადგილებს, აპარატები ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ივნისში ბოტანიკურ ბაღში დაიწყო მერქნიანი ხე-მცენარეების, ბალახოვნებისა და ყვავილების ეტიკეტირება. ბაღის ისტორიაში, მსგავსი, მასშტაბური ეტიკეტირება პირველია და მისი მიზანი იყო, რომ ტურისტული სეზონს, ბოტანიკური ბაღი განახლებული საინფორმაციო ეტიკეტებით შეხვედროდა.

გაზიარება:

კომენტარები (2)

გოჩა გოგიბერიძე
გოჩა გოგიბერიძე

მოგესალმებით, სასტუმრო ლე მერიდიენ ბათუმი
გთხოვთ მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ბოთლიყლაპიაზე
პატივისცემით

დავით მაჭახელიძე
დავით მაჭახელიძე

პროდუქტი ეკუთვნის კომპანია “ტენე”-ს
დაუკავშირდით საკონტაქტო ინფორმაციით მათ ოფიციალურ საიტზე:
https://tene.ge/