Intel დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს გამოუშვებს

Intel დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს გამოუშვებს

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ Intel დისკრეტულ გრაფიკაზე მუშაობს,  დღეს კომპანიის ოფიციალურ Twitter-ზე სპეციალური ანონსი გაკეთდა.

https://twitter.com/IntelGraphics/status/1029792940648878080

მოსალოდნელია, რომ დისკრეტული გრაფიკული პროცესორები მე-12 თაობის Arctic Sound არქიტექტურაზე აეწყობა. მოგვიანებით გამოჩნდება Jupiter Sound არქიტექტურის ბარათებიც, რომელბიც უკვე მე-13 თაობას ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის Intel-ის ჩაშენებული გრაფიკული პროცესორები 9 და 9.5 თაობისაა Kaby Lake და Coffe Lake-ში შესაბამისად. მე-10 თაობის გრაფიკა Cannon Lake-ში არის მოსალოდნელი.

2020 წელს Intel-მა Ice Lake პროცესორები უნდა წარმოადგინოს, რომლებიც 10 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესით შეიქმნება. ამიტომაც გრაფიკული პროცესოებიც შესაძლოა იგივე 10 ნანომეტრზე შესრულდეს თუ რა თქმა უნდა იმ დროისათვის შესაძლებელი იქნება საწარმოო ხაზის აწყობა.

გაზიარება:

კომენტარები

ახალი კომენტარის დაწერა