თბილისის მერია სტარტაპერებს უფასო სამუშაო სივრცეებს ნაძალადევის მედიათეკაში სექტემბრის ბოლოდან შესთავაზებს.

აღნიშნული პროექტის ღირებულება – 1 მლნ ევროს შეადგენს და მის ნახევარს ევროკავშირი აფინანსებს.

როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტის პირობების თანახმად, თბილისის მერია მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჯამში, 152 სტარტაპერს ბიზნეს-გეგმის დაწერას დაუფინანსებს. ასევე, დაეხმარება ინვესტორის მოძიებასა და გამოფენა-გაყიდვების მოწყობაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეეძლებათ სტარტაპერებს პროექტში მონაწილეობა, როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე განმარტავს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მსურველები დარეგისტრირებას შეძლებენ.

წინა სტატიაSamsung Unpacked 2018
შემდეგი სტატიაკომპიუტერული თამაშების საკითხებისადმი მიძღვნილი ღონისძიება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი