Samsung-ის ხედვა

შესავალში კომპანიის მობილური განყოფილების პრეზიდენტმა დონგ ჯინ კო-მ კომპანიის ხდედვა გაგვიზიარა: ის ფოკუსირდება მოწყობილობების რეალურად ერთიანი ეკოსისტემის შექმნაზე. მოწყობილობები და სერვისები ერთსა და იმავე სივრცეში უნდა იყვნენ და მათ შორის გადასვლა არ უნდა იგრძნობოდეს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ორი წლის განმავლობაში რაც ის ატარებს ამ ღონისძიებას, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა: დიდი წინსვლაა ისეთ ტექნოლოგიებში, როგორიცაა საგნების ინტერნეტი, დამატებითი რეაობა და ხელოვნური ინტელექტი. ამით იქმნება სოწრედ ის ეკოსიტემა “ლიმიტების და ბარიერების გარეშე” რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს გაიფართოვონ თავიანთი შესაძლებლობები.

ასეთი ეკოსისტემის მაგალითად აჩვენეს ის თუ როგორ უსმენს კომპანიის წარმომადგენელი მუსიკას Galaxy Note 9-ზე გზაში და უკვე სახლში აგრძელებს Galaxy Home ჭკვიანი დინამიკის საშუალებით.

Galaxy Note 9

Samsung-მა ახალი ფლაგმანი ყელაზე წარმად მოწყობილობად გამოაცხადა მთელს სერიაში. აკუმლატორი 4000 მა/სთ მთელი დღის განმავლობაში ეყოფა მომხმარებელს. S Pen-მა პულტის ფუნქციონალი შეიძინა და შეუძლია ფოტოგრაფიების და სლაიდების გადაფურცვლა, ფოტოს გადაღება და ვიდეოს შეჩერება.

Note 9-ში ჭკვიანი კამერა გამოჩნდა, რომელიც სცენას და ობიექტებს ამოიცნობს, ოპტიმიზაციას უკეთებს ფოტოს კატეგორიის მიხედვით, აღმოაჩენს და ასწორებს დეფექტებს, ადაპტირდება განათების შესაბამისად.

სმარტფონის მონაცემები:

  • ეკრანის დიაგონალი: 6,4 დიუმი.
  • ჩაშენებული მეხსიერების ორი ვარიანტი — 128 გბ და 512 გბ, SD-ბარათების წყალობით მისი გაზრდა 1 ტერაბაიტამდეა შესაძლებელი.
  • DeX – პერსონალური კომპიუტერის რეჟიმი. HDMI-ადაპტერით Galaxy Note 9 მონიტორს უერთდება და სრულყოფილ სამუშაო მაგიდას გვთავაზობს.
  • AKG-ს სტერეო დინამიკები.
  • IP68 – დაცვა წყლისა და მტვრისაგან.
  • სწრაფი უკაბელო დამუხტვა.
  • უსაფრთხოების სისტემა Knox.
  • ბიომეტრიული იდენტიფიკაცია.
  • პერსონალური ასისტენტი Bixby.
  • ფერები: შავი, ინდიგო, სპილენძი.
  • დამატებით: პოპულარული შუთერი Fortnite სქსკლუზიაურად Samsung-ის სმარტფონებზე.

Galaxy Watch

ჭკვიანი საათბი კომპანიაში რებრენდინგს გადიან და Galaxy Gear-დან უკვე Galaxy Watch გახდნენ. Samsung-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მათთვის საამაყოა მოწყობილობის ასეთი დიზაინი, როცა გარეგნულად ის ჩვეულებრივ საათს გავს და ამავდროულად თანამედროვე ჭკვიანი საათის ყველა ღირსება აქვს.

ფუნქციონალი და მონაცემები:

  • ჯანმრთელობის მონიტორინგი: სტრესის დონე, დახარჯული კალორიები, ძილის ხარისხი.
  • პულსის ანალიზის საშუალებით მოწყობილობა სტრესულ სიტუაციებს გრძნობს და გთავაზობთ სუნთქვით ვარჯიშებს დამშვიდებისთვის.
  • გაძლევთ ძილის რეკომენდაციებს და აკონტროლებს პროცესს.
  • მართავს მუსიკას.
  • 60 ათასამდე ციფერბლატის თემა.
  • შეცლადი სამაჯურები და ეკრანის დიზაინი.
  • LTE-ს მხარდაჭერა, ზარები, SMS და გეოლოკაცია.
  • სპორტული დარბაზის 21 სახეობის ვარჯიში და 39 აქტივობა.
  • ჩაშენებული კალორიების კალკულატორი რეკომენდაციებით.
  • საათი წყალგაუმტარია და შეიძლება მისი გამოყენება ცურვისა და ყვინთვისას.
  • Always on Display ფუნქციონალი.
  • Gorilla Glass დამცავი შუშა.
  • Galaxy Watch-ით შეიძლება ჭკვიანი სახლის მართვა SmartThings-ის საშუალებით.
  • უკაბელო დამუხტვა.
  • 80 საათი ავტონომიურ რეჟიმში.
  • შეხსენებები, ამინდის პროგნოზი და ამოცანები.
  • Galaxy Watch-ს შეუძლია მექანიკური საათის წიკწიკის იმიტაცია.

საათი ორ ზომაშია ხელმისაწვდომი – 46 მმ. და 42 მმ. სამ ფერში – ვერცხლისფერი ფოლადი, ღრმა შავი და ვარდისფერი ოქრო.

Galaxy Home

კომპანიამ Galaxy Home დინამიკი წარმოადიგნა, რომელიც პერსონალური ასისტენტი Bixby-ით არის ღჭურვილი.

დინამიკი AKG-ის მიერ არის შექმნილი და მას 8 მიკროფონი და 6 დინამიკი აქვს საბვუფერითი. ეს ყველაფერი სამ მეტალის ფეხზე დგას. კორპუსი მუქი ფერის ტექსტილშია გახეული და ზედა პანელზე მართვის ელემენტები აქვს.

Galaxy Home-ს მუსიკის დაკვრა შეუძლია და ამავდროულად ამოიცნობს მსმენელის მდებარეობას რათა ის ხმით მოიცვას. პრეზენტაციაზე 160 მოწყობილობა მოიტანეს და სტუმრებს რეალურად ანახეს თუ როგორ მუშაობს ეს ფუნქციონალი. Samsung-მა Spotify-თან თანამშრომლობაზეც ისაუბრა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება Galaxy Home-ის მომხმარებლებისთვის.

Bixby-ს შეუძლია ჭკვიანი სახლის მართვა SmartThing-ის შაშუალებით და თქვენ შეძლებთ განათების, საოჯახო ტექნიკისა და კარების მართვას.

მათ ვინც გამოტოვეთ ცერემონია გირჩევთ ნახოთ სრული ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=8GdA4z9G4Qg

წინა სტატიაIntel დისკრეტულ გრაფიკულ პროცესორს გამოუშვებს
შემდეგი სტატიამერია სტარტაპებს ბიზნეს გეგმების დაწერაში დაეხმარება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი