კომპანია NVIDIA-მ GeForce სერისს Turing არქიტექტურის უახლესი ვიდეო დაფები წარმოადგინა. კიოლნში გამართულ პრეზენტაციაზე NVIDIA-ს მეთუურმა ჯენსენ ჰუანგმა მოვლენას “ისტორიული მომენტი უწოდა კომპიუტერული გრაფიკისთვის” ახალი თაობის ვიდეო დაფების უმთავრესი თავისებურება ინოვაციური RTX ტექნოლოგია გახდა.
მათ დაარღვიეს ტრადიციები და ერთდროულად სამი ახალი მოდელი წარმოადგინეს. ფლაგმანური RTX 2080 Ti, სუბლფაგმანური RTX 2080 და RTX 2070. ახალი არქტიტექტურა 10-ჯერ ზრდის წარმადობას Raytracing-ის ტექნოლოგიის წყალობით. RTX 2080 Ti-ს შეუძლია 10 მილიარდამდე სინათლის სხივის გამოთვლა წამში, როცა 1080 Ti-ში 1,28 მილიარდის გამოთვლა იყო შესაძლებელი. ჰუანგი სთქმით ახალი ვიდეო ბარათები 10-ჯერ უფრო ჩუმად მუშაობენ.
Turing არქიტექტურის გარდა მე-20 სერიის ვიდეო დაფებში GTX ინდექსი RTX-ით შეიცვალა, რაც Raytracing ტქნოლოგიის მხარდაჭერას ნიშნავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტენზორული ბირთვების დამატება, რომლებიც მანამდე მხოლოდ პროფესიონალურ ვიდეო დაფებში იყო მხოლოდ წარმოდგენილი. ეს ბირთვები საშუალებას იძლევა პიქსელები რეალურ დროში დავითვალოთ და წინასწარ განსვასზღვროთ მოძრაობის ვექტორი გამოსახულებაში.
ტქნოლოგიის მუშაობის პრინციპი შემდეგია: სისტემა სინათლის სხივს “დამკვირვებლის თვალიდან” განათების წყარომდე ითვლის. ობიექტში გავლისას ალგორითმი ითვლის შუქის რაოდენობას ყველა წერტილში და პიქსელის ფერს. ამის შემდეგ გენერირდება დამატებითი სხივები კადრში ანარეკლების ფორმირებისთვის. გარდა ამისა გამოითვლება რბილი ჩრდილები, გარდატეხები, ანარეკლები და ანარაკლების ანარეკლებიც კი. მომხმარებლისთვის ეს რეალური ბუნებრივი განათების მსგავსი გამოსახულებაა.
გრაფიკულ პროცესორზე დატვირთვის შესამცირებლად გამოიყენება ჰიბრიდული რენდერინგის ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც სხივების ტრასირება რასტერიზაციით ხდება. ხდება მხოლოდ რბილი ჩრდილებისა და ანარეკლების გამოთვლა. პრეზენტაციის მსვლელობისას RTX ალგორითმის მუშაობა აჩვენეს თამშებში Shadow of the Tomb Raider, Metro: Exodus, Assetto Corsa Competizione და Battlefiel V.
პრეზენტაციაზე ვიდეო დაფების დეტალური ტექნიკური სპეციფიკაციები არ უჩვენებიათ და მხოლოდ საბაზისო მონაცემებით შემოიფარგლნენ. ჯერ-ჯერობით ცნობილია მხოლოდ შემდეგი:
- NVIDIA GeForce RTX 2080 Ti — 11 გბ ვიდეო მეხსიერება, 10 მილიარდი სხივი და 78 ტრილიონი RTX-ოპერაცია წამში.
- NVIDIA GeForce RTX 2080 — 8 გბ ვიდეო მეხსიერება, 8 მილიარდი სხივი და 60 ტრილიონი RTX-ოპერაცია წამში.
- NVIDIA GeForce RTX 2070— 8 ვიდეო მეხსიერება, 6 მილიარდი სხივი და 45 ტრილიონი RTX-ოპერაცია წამში.