საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით სტარტაპ კონკურსი – Freeuni Startup Challenge გაიმართება. აღნიშნული კონკურსი ტექნოლოგიური და ინოვაციური სფეროთი დაინტერესებული დამწყები სტარტაპერებისთვის უკვე მეორედ იმართება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, რომელიც საშუალებას გაძლევთ თქვენი სტარტაპი გააცნოთ პოტენციურ ინვესტორებს მიიღოთ გრანტი, პრიზები და დაიწყოთ გრძელვადიანი თანამშრომლობა. აპლიკაციებისა და ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ ფინალისტი 10 გუნდი შეირჩევა. აღსანიშნავია, რომ უპირატესობა მიენიჭებათ ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეისა და პროტოტიპის მქონე გუნდებს.
ფინალისტებს დემო დღისთვის მენტორობას გაუწევენ სტარტაპ VRex Immersive Inc-სა და Future Laboratory-ის დამფუძნებლები, რომლებიც გუნდებს სხვადასხვა ვორქშოფს ჩაუტარებენ. პროექტის დასკვნითი ნაწილი 30 სექტემბერს გაიმართება. შერჩეული გუნდები წარდგებიან კომპანიების წარმომადგენლების წინაშე investor pitch ფორმატით, რომლის ხანგრძლივობაც არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. პრეზენტაციის შემდეგ 7-10 წუთი დაეთმობა კითხვებს ინვესტორების მხრიდან. დღის ბოლოს კომპანიის წარმომადგენლები გამოაცხადებენ მათ რჩეულ გუნდებს, რომლებსაც დააჯილდოებენ სპეციალური პრიზებით და ითანამშრომლებენ მომავალში.
Freeuni Startup Challenge-ს დაესწრებიან შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: • Tera Bank • GG • Colliers International • Proxima Solutions • Next Brand მონაწილების მისაღებად შეავსეთ ელ.განაცხადი 16 სექტემბრამდე