„სასწავლო მულტიმეტრი“ – ეს არის პროექტი, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის 2017-2018 წლის კონკურსის რვა ფინალისტს შორის მოხვდა.

მასში სხვადასხვა გამზომი საშუალებაა გაერთიანებული, რომლებიც უფრო მაღალი სიზუსტით იზომება.

ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად, მე-8 კლასელების მიერ შექმნილ ხელსაწყოს გაზომილი მონაცემების შენახვისა და შემდეგ, გრაფიკის წარმოდგენის საშუალებაც აქვს.

ხელსაწყო სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და მას ბევრად უფრო საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის. გამომგონებელ მეგობრებს პროექტის შექმნის იდეაც სწორედ აქედან გაუჩნდათ. ამბობენ, რომ პროექტის მთავარი მიზანი იყო ის, რომ მათ მიერ დამზადებული ხელსაწყო მოსახერხებელი ყოფილიყო სასწავლო პროცესში.

„სასწავლო მულტიმეტრი“ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ ის, სხვა მულტიმეტრებისგან განსხვავებით, მარტივად მოხმარებადი და რა თქმა უნდა, უფრო მარტივად გასაგებია.

გამომგონებელი მოსწავლეების მიერ შექმნილი „სასწავლო მულტიმეტრი“ ჯერ მხოლოდ რამდენიმე ერთეულია დამზადებული, თუმცა მათ სურთ, რომ სექტემბრამდე მინიმუმ 10 ცალი „სასწავლო მულტიმეტრი“ მაინც დაამზადონ.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, ჯერ კიდევ რამდენიმე საკითხი აქვთ დასახვეწი, რის შემდეგაც უკვე ხელსაწყოს უშუალოდ სასწავლო პროცესში ჩართავენ.

შეგახსენებთ, რომ „ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა“ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის წლევანდელი გამარჯვებულები 15 აპრილს გამოავლინა. პირველი ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა.

წინა სტატიაXiaomi-ს პორტატული დინამიკი არაორდინალური დიზაინით
შემდეგი სტატიათელავი ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ბანაკს უმასპინძლებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი