კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ახალი უკაბელო Bluetooth დინამიკები Muzen Atomic Player B612. მოწყობილობის ვიზუალი არაორდინალურია. ის მოგვაგონებს მინიატურული კორპუსის მქონე ძველ ვინილის დამკვრელ მოწყობილობას.

Muzen Atomic Player B612-ს აქვს სამკაოდ მოკრძალებული ზომები: 63x 47 x 30 მმ და იწონის 130 გრამს. ის უპრობლემოდ ჩაეტევა ჯიბეში. სპეციალური სამაგრით კი მისი მიმაგრება შესაძლებელია ჩანთაზე. გაჯეტი გამოვა სამ ფერში: მწვანე, ნარიჯნისფერი, ცისფერი და ვარდისფერი.

Muzen Atomic Player B612-ის კოპუსი შესრულებულია მეტალითა და ალუმინით. მოწყობილობის შიგნით მოთავსებულია 3 ვატის მქონე დინამიკი. ჩაშენებული აქვს 400მილიამპერის მქონე ბატარეა, რომელიც საკმარისია 7 საათი მუშაობისათვის. გაჯეტი იმუხტება microUSB-ის საშუალებით.

Muzen Atomic Player B612-ის ფასი დაახლოებთ 36 დოლარი იქნება.

წინა სტატიატურისტული ობიექტების ინტერნეტში განთავსებისა და ონლაინ მართვის კონსულტაცია რეგიონებისათვის
შემდეგი სტატიასასწავლო მულტიმეტრი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი