ესტონეთი დასაქმების პროგრამას – Career Hunt-ს იწყებს, რომელიც IT სპეციალისტებს საშუალებას აძლევს ყოველგვარი დანახარჯის გარეშე ტალინს და ესტონეთს ეწვიონ.
პროგრამა ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში წამყვან კომპანიებთან ერთად და მიზნად ისახავს ქართველი სპეციალისტების მოძიებას, რომლებიც იბრძოლებენ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად ისეთ საერთაშორისოდ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა:
Taxify
Twilio
Microsoft
Veriff
Swedbank
შერჩეული კანდიდატები 5 დღიანი ვიზიტით გაემგზავრებიან ესტონეთში, სადაც ისინი შეხვდებიან საინფორმაციო ტექნოლოგიების გიგანტებს, ეწვევიან NATO-ს კიბერთავდაცვის ცენტრს, დაესწრებიან ყველაზე მასშტაბურ რობოტიკის ფესტივალს რობოტექსი და მიეცემათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ გასაუბრებებში.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2018 წლის 23 სექტემბრამდე.