საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ააიპ „სამოქალაქო აქტივების ცენტრის“ საჩივარი, რომელიც ინტერნეტ-მომსახურების ხარისხს ეხებოდა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შპს „მიკრონეტს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.

კომისიის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში, კომპანიას „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტისა და „ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხის განსაზღვრისა და შემოწმების წესების“ მთელი რიგი დარღვევები დაუფიქსირდა.

აღნიშნული სამართალდარღვევების გამო, კომისიამ შპს „მიკრონეტი“ წერილობით გააფრთხილა მისცა და სააბონენტო ხელშეკრულების პირობების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის ვადად ერთი თვე განუსაზღვრა.

წინა სტატიაახალი ინტერნეტ-მაღაზია
შემდეგი სტატიაMegamall.ge -სტარტაპერისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი