დღეს შედგა სამომხმარებლო ინტერფეის EMUI 9-ის პრეზენტაცია. ის იმუშავებს Android 9 Pie-ზე და განკუთვნილია Huawei და Honor სმარტფონებისათვის. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს იმ მოწყობილობების სია, რომლებიც უახლეს ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს.
აღნიშნავენ რომ EMUI 9 წინა ვერსიასთან შედარებით უფრო სწრაფად მუშაობს. ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მიღება შემდეგ მოდელებს შეუძლიათ:
Huawei Mate10
Huawei Mate10 Porsche Design
Huawei Mate10 Pro
Huawei Mate RS Porsche Design
Huawei P20
Huawei P20 Pro
Honor 10
Honor V10
Honor Play
ამ დროისათვის EMUI 9 ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე. ბეტა ვერსიის რელიზი შედგება 2018 წლის სექტმბერში.