გამოფენა IFA 2018-ზე კომპანია LG-მ დააანონსა სმარტფონი G7 One – თავისი პირველი მოწყობილობა სუფთა Android-ზე. უჩარჩოო კორპუსის გარდა ახალ მოწყობილობას აქვს საბრძოლო სტანდარტის დაცვა MIL-STD 810G. ასევე წარმოადგინეს “უმცროსი” ვერსია LG G7 Fit.

LG G7-ის “გული” გახდა რვაბირთვიანი ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 835 ოპერატიული მეხსიერებით 4გბ. შიდა მეხსიერების მოცულობაა 32გბ.

სმარტფონს აქვს უჩარჩოო IPS ეკრანი დიაგონალით 6,1 დიუმი. აქვს მონობრონი. ეკრანის შეფარდებაა 19,5:9-ზე, გაფართოება 3120×1440წერტილი. ფოტოშესაძლებლობებს წარმოაჩენს 16 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და წინა კამერა 8 მეგაპიქსელით. ხმაზე პასუხისმგებელია Hi-Fi Quad.

მოწყობილობის კორპუსი დაცულია მტვრისა და წყლისაგან IP68 კლასით, საბრძოლო სტანდარტებთან შესაბამისობა კი MIL-STD 810G სტანდარტით.

LG G7 მუშაობს Android-ის სუფთა ვერსიაზე მწარმოებლის მიერ შემოტავაზებული აპლიკაციებისგან თავისუფალ სისტემაზე. ბატარეის მოცულობაა 3000 მილიამპერი.

უმცროსი მოდელი LG G7 Fit აღჭურვილია Snapdragon 821 ჩიპსეტით. მასზე გაშვებულია ოპერაციული სისტემა Andoid 8.1 გრაფიკული ინტერფეისით LG UX.

ცნობილია, რომ მოწყობილობა გაიყიდება ორ ფერში: შავი და ციფერი LG G7 One-სათვის, პლატინის ვერცხლისფერი და შავი LG G7 Fit.

ტექნიკური მახასიათებლები LG G7 One | LG G7 Fit:

  • ეკრანი: IPS 6,1″ (3120×1440), გვერდების შეფარდება 19,5:9
  • ჩიპსეტი: Snapdragon 835, Adreno 540 GPU | Snapdragon 821, Adreno 530 GPU
  • RAM: 4 გბ LPDDR4X
  • შიდა მეხსიერება: 32 გბ, microSD  2 ტერაბაიტამდე
  • კამერები: 16 მკ (f/1,6) + 8 მპ (f/1,9) | 16 მპ (f/2,2) + 8 მპ (f/1,9)
  • აუდიო: 32-ბიტიანი Hi-Fi DAC, დიანმიკი Boombox, FM-რადიო
  • ბატარეა: 3 000 მილიამპერი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით Quick Charge 3.0
  • განბლოკვა: თითის ანაბეჭდის სკანერი
  • დაცვა: მტვრისა და ნამისგან (IP68), საბრძოლო სტანდარტთან შესაბამისობა MIL-STD 810G
  • უკაბელო კავშირები: 4G VoLTE, WiFi 802.11ac, Bluetooth 5 LE, GPS, NFC | 4G LTE, WiFi 802.11ac, Bluetooth 4.2 LE, GPS, NFC
  • კონეკტორები: აუდიო კონეკტორი 3,5 მმ, USB Type-C
  • ოპერაციული სისტემა: Android 8.1 Oreo | Android 8.1 Oreo გრაფიკული ინტერფეისით LG UX
  • ზომები: 153,2 x 71,9 x 7,9 მმ
  • წონა: 156 გრამი

ჯერ არ არის ცნობილი როდის დაიწყება გაყიდვები.

წინა სტატიაHuawei და Honor-ის რომელი სმარტფონები მიიღებს უახლეს განახლებას?
შემდეგი სტატიაDoogee S70 – პირველი დაცული სმარტფონი გეიმერებისათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი