კომპანია Doogee-მ დააანონსა გეიმერული სმარტფონი S70. ახალ სმარტფონს აქვს დარტყმაგამძლე კორპუსი, დაცულია წყლისაგან და განკუთვნილია სპეციალურად გეიმერებისათვის. მწარმოებლებმა იზრუნეს მოწყობილობის გამძლეობაზე და წარმადობას. სმარტფონს აქვს პროცესორი Helio P23, ბატარეა სიმძლავრით 5 500 მილიამპერი, გაგრილების სისტემა სპეციალური გეიმერული რეჟიმით.

სმარტფონი აღჭურვილია რვაბირთვიანი პროცესორით MediaTek Helio P23 გრაფიკული დამაჩქარებლით Mali-G71 MP2, ბატარეა სიმძლავრით 5 500 მილიამპერი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით. აქვს ორმაგი მთავარი კამერა და თითის ანაბეჭდის სკანერი.

ვიდეოში დემონსტრირებულია სმარტფონის დიზაინი. მოწყობილობას აქვს წყლისაგან დაცვა IP68/69K და MIL-STD-810G სტანდარტებით.

Doogee S70-ს აქვს ღილაკი გეიმინგ რეჟიმის აქტივაციისათვის. ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ მეხსიერება იცლება ყველა აპლიკაციისაგან და ტელეფონის მთელი რესურსი თამაშს ხმარდება. უფრო კომფორტული თამაშისათვის მწარმოებლებმა დააანონსეს გეიმპადი G1.

Doogee S70-ის ტექნიკური მახასიათებლები:

  • 5,99-დიუმიანი ეკრანი გაფართოებით 2160х1080 (18:9);
  • რვაბირთვიანი  პროცესორი MediaTek Helio P23;
  • გრაფიკული დამაჩქარებელი Mali-G71MP2;
  • 6 გბ ოპერატიული მეხსიერება;
  • 64 გბ შიდა მეხსიერება;
  • microSD ბარათის მხარდაჭერა 128 გბ-მდე;
  • ორმაგი მთავარი კამერა სენსორებით 12 და 5 მპ;
  • წინა კამერა სენსორით 16 მპ;
  • SIM-ბარათის ორი სლოტი;
  • 4G LTE მხარდაჭერა;
  • თითის ანაბეჭდის სკანერი;
  • ბატარეა სიმძლავრით 5 500 მა/სთ;
  • Android 8.1;
  • ზომები: 171,8 х 80,8 х 13,6 მმ;
  • წონა: 278 გ.

მოწყობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაგება შეგიძლიათ აქ.

 

წინა სტატიაLG G7 One: დარტყმაგამძლე კორპუსი და Snapdragon 835 სუფთა Android-ზე
შემდეგი სტატიაქოსფლეის მოყვარულთათვის 2-4 ნოემბერს თბილისი მოლში კაუკასუს კონი გაიმართება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი