უახლოეს მომავალში სტარტაპ Holo-ს სერვისებს ჰოლოგრამული გიდი დაემატება, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ექნება.

ამასთან, კომპანია გეგმავს ჰოლოგრამული თეატრის ჩამოყალიბებასაც, სადაც მსახიობების ცოცხალი შესრულება და ჰოლოგრამული სპეც-ეფექტები თუ დეკორაციები ერთმანეთს შეერწყმება და ძალიან საინტერესო შედეგს მოგვცემს.

„ჰოლოგრამული გიდის ვიზუალსა და კონცეფციაზეც უკვე ვმუშაობთ, დარწმუნებულები ვართ, რომ დღეს-დღეისობით, როდესაც ჩეტბოტები ასეთი პოპულარულია, ჰოლო-გიდი წარმატებული პროექტი გახდება. რაც შეეხება ჰოლოგრამულ თეატრს, გვინდა რომ ახალგაზრდა გრაფიკოსებისათვის და ვიზუალური არტისტებისთვის შევქმნათ სპეციალური მოკლევადიანი კურსი, სადაც ისინი ამ ტექნოლოგიის სპეციფიკის და პროგრამული ნაწილის შესწავლას შეძლებენ, შემდგომში კი საკუთარ დადგმებს შემოგვთავაზებენ.“ – განაცხადა ნავიგატორთან საუბრისას ჰოლოს თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ნიკა ბერეკაშვილმა.

დღეისთვის ჰოლო კომპანიებს და არა მარტო კომპანიებს სთავაზობს ჰოლოგრამული ტექნოლოგიების მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიებისთვის გამოყენებას. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი რეკლამა ორ ყველაზე მსხვილ სუპერმარკეტების ქსელში ფრესკოსა და ნიკორაში განათავსონ, ასევე თბილისში ყველაზე ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში. ამასთან ჰოლოგრამების გამოყენება ერთჯერადად – ღონისძიების გასაფორმებლადაც შეუძლიათ.

ჰოლოს მომსახურებით საქართველოში 30-მდე წამყვანმა კომპანიამ თუ ორგანიზაციამ ისარგებლა, მათ შორის საქართველოს პარლამენტმა, ვიონმა, მაკდონალდსმა, სულ ბოლოს კი კომპანია ბენე ექსკლუზივის მიერ მერსედესის პირველი ოფიციალური ღონისძიება გააფორმა ბათუმში.


„ჰოლოგრამა თავისთავად ასოცირდება მომავალთან და ინოვაციურობასთან, თუმცა ჩვენთვის ინოვაციურია ის კონკრეტულობა, რასაც ჩვენს მომხმარებლებს რეკლამირების თარგეთირებისთვის ვთავაზობთ, მაგალითისთვის ჩვენი ლოკაციების მიხედვით კომპანიას ზუსტად შეუძლია განსაზღვროს რა ინტერესების, სქესის ან ასაკის ადამიანამდე უნდა თავისი მესიჯის მიტანა და რაც მთავარია გააკეთოს ეს დაუვიწყარი ეფექტით, რის საშუალებასაც თავად მოწყობილობა იძლევა.“ – აღნიშნა ნიკა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტარტაპი 2018 წლის ბანაკი-ჰაკათონი — “ინოვაცია თბილისისათვის” ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.

წინა სტატიაქოსფლეის მოყვარულთათვის 2-4 ნოემბერს თბილისი მოლში კაუკასუს კონი გაიმართება
შემდეგი სტატიაპირველი ფინტექ ჰაკათონი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი