გამმა ნეიროლაბი – ეს არის კომბინირებული ბიომეტრიული სენსორების პირველი ქართული ლაბორატორია, რომელიც ზომავს მომხმარებლის ემოციურ დამოკიდებულებას სხვადასხვა სტიმულებზე.
ნეიროლაბის მოწყობილობების ინტეგრირებით საშუალება გეძლევათ გაიგოთ მომხმარებლის ემოციური აქტივობის, გამოხატვისა და ჩართულობის დონე, გაეცნოთ რეკლამის ემოციურ მეხსიერებას, რათა გამოყოთ სამიზნე აუდიტორიის ძლიერი და სუსტი მხარეები.
ნეიროლაბი იყენებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტექნოლოგიებს, რაც იძლევა ყველა ძირითადი ნეირომეტრიული პარამეტრის გაზომვისა და ინტერპრეტირების საშუალებას:
ყურადღება
ემოციური ჩართულობა
მეხსიერების აქტივიზაცია
ქმედების განხორციელების განზრახვა
სიახლის აღქმა და გააზრება
მაღალმგრძნობიარე ბიომეტრიული სენსორები აფიქსირებენ, ერთი მხრივ, რესპონდენტის თვალის მოძრაობას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი (რესპონდენტების) ემოციების ნეიროფიზიოლოგიურ გამოვლინებებს. მიღებული შედეგები მუშავდება კვლევის ტექნოლოგიის მფლობელი კომპანიის სერვერებზე. დასკვნები, რომლებიც ეყრდნობა ღრმა მეცნიერულ ცოდნას, იდება საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე სპეციალისტების მიერ.
„მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენი გუნდი 200-ზე მეტი პროფესიონალი კადრისგან შედგება. ორიენტირებულნი ვართ მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები, ბიზნესის ეფექტიანი მართვის, გაფართოებისა და კონკურენტულუნარიანობის ზრდის პროგნოზირებისთვის. გამმას გუნდი დახმარებათ, თქვენი ბიზნესის წინაშე არსებული კომპლექსური საკითხებისა და პრობლემების სიღრმისეული ანალიზში. ჩვენ ვზრუნავთ, ავსახოთ რეალური ბიზნეს გარემო კავკასიის, შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამასთან, გამმა კვლევა არის ბაზრის გაზომვისა და ანალიზის ქართული სააგენტო, საერთაშორისო გამოცდილებით.“ – ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.