კომპანია – სვანეთი ჰიდრომ, მესტიის მე-2 საჯარო სკოლაში, ბიბლიოთეკის თანამედროვე და ინოვაციურ სივრცედ მოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული ბიბლიოთეკა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ტექნიკითა და წიგნებით – ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ეს იქნება სივრცე კითხვისთვის, შემეცნებითი შეხვედრებისთვის, ადგილი, სადაც მოზარდებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ მათთვის საინტერესო ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებს.

თანამედროვე ბიბლიოთეკის მიზანია მოზარდი თაობის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით სვანეთი ჰიდრომ უკვე განახორციელა პროექტები, მათ შორის მესტიის ყველა სკოლას ბიბლიოთეკებისთვის საჩუქრად წიგნები გადასცა და მესტიის პირველი სკოლის სააქტო დარბაზი თანამედროვე სივრცედ მოაწყო.

წინა სტატიატურიზმის ინდუსტრიებში მომუშავე სტარტაპებს შორის პირველი რეგიონალური თასის გათამაშება
შემდეგი სტატიაBluenero-მ პირველი ჭკვიანი აკვარიუმი გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი