AMD-მ პროცესორების ასორტიმენტი განაახლა. მთავარი სიახლეებია სამი მეორე თაობის ტოპ-კლასის Ryzen Pro პროცესორი და ორი ხელმისაწვდომი Athlon პროცესორი ჩაშენებული გრაფიკით. 

ტოპ პროცესორებში წარმოდგენილია სამი მოდელი:

Ryzen 7 Pro 2700, 2700X და Ryzen 5 Pro 2600. Meltdwon და Spectre მოწყვლადობებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ სიახლეებში განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი უსაფრთხოების საკითხებზე. კომპანია ამბობს, რომ სრულად იცავს ჩიპების წარმოების პროცესს და ახდენს წარმოების მთელი ჭაჭვის შემოწმებას, რომ გამოირიცხოს შიდა ინფორმაციის გაჟონვა. ასევე საუბარია პროცესორის მეხსიერების უფრო დაცულ დაშიფრვაზე, BIOS-ის დაცვაზე და სხვა დეტალებზე.

პროცესორების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

МодельRyzen 7 Pro 2700XRyzen 7 Pro 2700Ryzen 5 Pro 2600
ბირთვების რაოდენობა886
ნაკადების რაოდენობა161612
ტაქტური სიხშირე3,6 გჰც (აჩქარება 4,1 გჰც-მდე)3,2 გჰც(აჩქარება 4,1 გჰც-მდე)3,4 გჰც(აჩქარებაдо 3,9 გჰც-მდე)
ქეში20 მბ20 მბ19 მბ
სითბოს გაცემის მოთხოვნა (TDP)105 ვტ.65 ვტ.65 ვტ.

მეორე თაობის Ryzen Pro-ების ფასები ჯერ-ჯერობით უცნობია.

Athlon პროცესორები ჰიბრიდულია და მათში Radeon Vega 3 გრაფიკული ჩიპია ჩაშენებული. ასეთი ჩიპები ხელმისაწვდომი სახლის ან ოფისის კომპიუტერებისთვისაა განკუთვნილი, რომლებზეც არ არის საჭირო მაღალი წარმადობა და მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ფასი.

სისტემა კრიტალზე AMD Athlon 200GE აღჭურვილია ორი Zen ბირთვით, რომლებსაც 4 ნაკადად შეუძლიათ დაშლა. ჩიპი აწყობილია 14 ნანომეტრიანი ტექ-პროცესით, აქვს 5 მეგაბაიტი ქეში, ხოლო მაქსიმალური სიხშირე 3.2 გჰც-ს შეადგენს. პროცესორის ფასი 55$ იქნება და გაყიდვაში სექტემბრიდან შემოვა. ამის გარდა ხელმისაწვდომი იქნება გაუმჯობესებული Athlon Pro 200GE.

წინა სტატიაინტერნეტში DNS სერვერების კონფიგურაცია იცვლება
შემდეგი სტატიაქუთაისში ახალი ტაქსის კომპანია – ML Taxi გამოჩნდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი