ტექნოლოგიებმა ჩვეულებრივ აკვარიუმებამდეც მიაღწია და კომპანია Bluenero-მ მრავალი ფუნქციით აღჭურვილი აკვარიუმი შექმნა.
რა თქმა უნდა მას წყლის გასუფთავების ავტომატური სისტემა აქვს, რომელიც სეპციალური სენსორების საშუალებით წყალში მარილების და მჟავის შემადგენლობას აკონტროლებს. საკვები სპეციალურ კონტეინერში თავსდება და განრიგის მიხედვით მიეწოდება აკვარიუმის ბინადრებს.
Bluenero-ს აქვს Bluetooth და Wi-Fi პროტოკოლების მხარდაჭერა, რითაც სპეციალურ აპლკიაციას უკავშირდება სმარტფონში საიდანაც შეიძლება პროცესების გაკონტროლება და ჩაშენებული განათების ფერის შეცვლა. რა თქმა უნდა არის ჩაშენებული კამერა, რომის საშუალებითაც ნებისმერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თქვენი საყვარელი თევზები.
60 ლიტრიანი ჭკვიანი აკვარიუმის ფასი 399 დოლარია და მისი მიწოდება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი Bluenero სტარტაპების პლატფორმა IndeGoGo-ზეა აგშვებული.