მსოფლიო ქსელის ისტორიაში ახალი ერა იწყება: პირველად ICANN-მა, რომელიც IP მისამართებსა და დომენურ სახელებს მართავს გადაწყვიტა შეცვალოს კრიპტოგრაფიული გასაღებები.

კომპანიის წარმომადგენბლებმა გაფრთხილება გაავრცელეს სადაც ნათქვამია, რომ 750 მილიონამდე მომხმარებელს შეექმნება გარკვეული პრობლემები ქსელში მუშაობისას. მაგალითისთვის ზოგიერთი მომხმარებელი ვერ შეძლებს საიტზე მისამართის მითითებით გადასვლას. ცვლილებების განხორციელების ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი და მას კორპორაციის დირექტორთა საბჭოზე დაასახელებენ. წინასწარი მონაცემებით 11 ოქტომბერი სახელდება.

კრიპტოგრაფიული გასაღებების გამოყენების იდეა ახალი არ არის და ამის შესახებ ICANN-მა საუბარი რვა წლის წინ დაიწყო. სწორედ ICANN-ის იდეა იყო გამოეყენებინათ გასაღებები კიბერშეტევებისგან თავდაცვის მიზნით.

ICANN-მა აიღო საკუთარ თავზე ვალდებულება, რომ ყოველ ხუთ წელიწადში შეექმნა გასაღებების განახლებელი კრებული. პირველი ცვლილება 2017 წლის 11 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა გადადება მოუწიათ, რადგანაც პროვაიდერების უმეტესობა მზად არ იყო პროცესის დასაწყებად.

წინა სტატიაBluenero-მ პირველი ჭკვიანი აკვარიუმი გამოუშვა
შემდეგი სტატიაAMD-მ ახალი Ryzen Pro და ხელმისაწვდომიAthlon-ები გამოუშვა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი