ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემასთან Entrepreneur-თან პარტნიორობას იწყებს.

აღნიშნული პარტნიორობა მოიაზრებს სტარტაპების და ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების ინიცირებას, Entrepreneur + BTU ბრენდის ქვეშ პუბლიკაციების მომზადებას, ნომრის მთავარი თემის გარშემო მასტერკლასების ჩატარებას.

შემოდგომიდან BTU-ს სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება: სტატიები და ბლოგები სტუდენტური სტარტაპების შესახებ, ინდუსტრიის ლიდერების მიერ გამართული ვორკშოპები და მასტერკლასები, ბიზნეს კავშირების დამყარების შესაძლებლობა და ა.შ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, ახალი სემესტრიდან შეიქმნება Entrepreneur ჰაბი, სადაც ყველა მსურველს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეწარმეობაში არსებული მსოფლიო ტრენდების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სტანდარტების შესახებ.

წინა სტატიასაქართველოს 69 საჯარო სკოლა უკაბელო ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი
შემდეგი სტატიაპოპულარული მონაცემები სმარტფონებისათვის AnTuTu-ს მიხედვით

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი