პოპულარული ბენჩმარკის AnTuTu-ს შემქმნელებმა გამოაქვეყნეს Android მოწყობილობების მონაცემების შესახებ სტატისტიკა. მილიონობით მოწყობილობიდან შეგროვებული მონაცემებზე დაყრდნობით მიიღეს ინფორმაცია სმარტფონების მახასიათებლების შესახებ. ამ ინფორმაციაზე დაყრნობით შედგა 2018 წლის საშუალო სტატისტიკური სმარტფონის “პორტრეტი”.

AnTuTu-ს მონაცემების მიხედვით, Android-ის საოპერაციო სისტემის ყველაზე პოპულარული ვერსიაა Oreo (8.0 და 8.1). ის დაყენებულია სმარტფონების 61,4%-ზე. Nougat-სათვის  (7.0, 7.1.1, 7.1.2) ეს რიცხვი შეადგენს 24,07%-ს.

ყველაზე გავრცელებული ეკრანის გაფართოებაა Full HD (1920х1080).  სმარტფონების 24,37%-ს სწორედ ამ გაფართოების ეკრანი აქვს.   მეორე ადგილზეა  (17,19%) Full HD+ (2160х1080).

მოწყობილობების უმრავლესობას  (73,5%) აქვს რვაბირთვიანი  პროცესორი. მოწყობილობების 21,9% კი აღჭურვილია ოთხბირთვიანი ჩიპსეტით.

მოდელების 26,51%-ს 6გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს, ხოლო 31,7%-ს — 4 გბ.

მოწყობილობების დაახლოებით ნახევარს (41,13%) აქვს 64 გბ დამატებითი მეხსიერება, მეორე ადგილზე კი 128 გბ შიდა მეხსიერების მატარებელი მოწყობილობებია (24,64%).

AnTuTu-ს წარმოდგენილი სტატისტიკა არ არის ძალიან ზუსტი, რადგან მასში გათვალისწინებულია მხოლოდ ის მოწყობილობები, რომლებიც ბენჩმარკზე ტესტირებას გადის. თუმცა, შედეგები საშუალებას გვაძლევს ვნახოთ რომ სმარტფონების უმრავლესობას ეკრანის დიდი გაფართოება აქვს, ნაკლები პროცესორი, შემცირებული ოპერატიული მეხსიერება და ტევადი დამაჩქარებელი.

წინა სტატიაბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიოს მოწინავე ბიზნეს გამოცემასთან Entrepreneur-თან პარტნიორობას იწყებს
შემდეგი სტატიაWindows 7-ის განახლებები ფასიანი იქნება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი