ესტონური კომპანია Taxify თავის მომხმარებლებს ელექტროსკუტერებით სარგებლობა შეეძლება.
სერვისი პირველად პარიზში ჩაეშვება და მომდევნო თვეების განმავლობაში სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისსაც, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ელექტროსკუტერების სერვისის ჩაშვებით, ტაქსიფაიმ წარმოადგინა ახალი ბრენდი – ბოლტი, რომლის მისია, ქალაქში გადაადგილების კულტურის ცვლილებაა. ტაქსიფაის აპლიკაციაში შესაბამისი მენიუს ღილაკზე მონიშვნით შესაძლებელია სკუტერის მომსახურებით სარგებლობა. ბოლტის სკუტერები აღჭურვილია GPS მონიტორინგის სისტემით, რომ მომხმარებლემბა მარტივად შეძლოს რუკაზე მისი მოძიება. სკუტერით მომსახურების ფუნქციის ასამოქმედებლად, მომხმარებელი ტაქსიფაის აპლიკაციაში ასკანერებს QR კოდს. დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სკუტერს უსაფრთხო ადგილას ტოვებს.