27 სექტემბერს, 19:00 საათზე, “სტარტაპ საქართველო” ღია კარის დღეს გამართავს.

ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში ჩატარდება, სადაც პროგრამით დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ მათთვის აქტუალურ თემებზე დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„სტარტაპ საქართველო” სს „საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში.
დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15,000 ლარიდან 100,000 ლარამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის:
www.startup.gov.ge
032 2 03 31 23

წინა სტატიაქართველი ახალგაზრდების წარმატებები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე
შემდეგი სტატიაკომპანია Taxify თავის მომხმარებლებს ელექტროსკუტერებით სარგებლობა შეეძლება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი