21-23 სექტემბერს, Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში Bitmain-სა და მისი პარტნიორი კომპანია Bitkan-ის მხარდაჭერით ბლოკჩეინინდუსტრიის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.
ცერემონიას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში Bitmain-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ გახსნის.

ღონისძიებაზე 1000-ზე მეტი სტუმარი და 30-ზე მეტი გამომსვლელი მიიღებს მონაწილეობას, რომლის უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს წარმოადგენს.

დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგდატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და სხვა უამრავი გავლენიანი ფიგურა კრიპტოინდუსტრიიდან.

სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, ახალი ბიზნეს იდეების განხილვა, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება.

სამიტზე დასწრება შესაძლებელია ბილეთის შეძენის შემთხვევაში

წინა სტატიაკომპანია Taxify თავის მომხმარებლებს ელექტროსკუტერებით სარგებლობა შეეძლება
შემდეგი სტატიაციფრული კომუნიკაცია ცვლილებებისთვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი