Apple iPhone-ის ღონისძიების ნახვა Twitter-ზეც იქნება შესაძლებელი

როგორც გაირკვა ხვალ არ მოგიწევთ Safari ბრაუზერისა და Edge-ის საკუჭნაოდან ამოღება იმისათვის, რომ შემდეგი თაობის iPhone იხილოთ. პირველად ისტორიაში ღონისძიება Twitter-ზეც გაისტრიმება. დაგულეთ მიბმულ ტვიტზე და Apple შეგატყობინებთ ტრანსლაციის დაწყების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება სადაც შემდეგი თაობის iPhone-ებს წარმოგვიდგენენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *