პრეზენტაციაზე, რომელიც სტივ ჯობსის თეატრში გაიმართა კომპანია Apple-მა ახალი პროდუქტები: iPhone XS, XS MAX და iPhone XR წარმოადგინა
სმარტფონებმა მიიღეს Super Retina ეკრანები დიაგონალით 5,8 და 6,5 დიუმი, რომელზეც HDR კონტენტის ნახვაა შესაძლებელი. ასევე 512 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსიერება. ამასთანავე მოწყობილობა ორი სიმბარათის მხარდაჭერითაა აღჭურვილი. ა.შ.შ-ს ტერიტორიაზე მეორე სიმ ბარათი eSIM ტექნოლოგიით იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც რეალური SIM ბარათს ანაცვლებს ვირტუალურით. ჩინეთის ბაზრისთვის Apple სპეციალურად ორ-სიმბარათიან მოდელს გამოუშვებს.
კომპანიამ ახალ 6-ბირთვიან A12 პროცესორზეც ისაუბრა, რომელიც 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესითაა შექმნილი.
iPhone XS და XS Max-მა მიიღო ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 7 მეგაპიქსელიანი წინა კამერა. გაუმჯობესებული პროცესორი ავტომატურად აშორებს წითელი თვალის ეფექტს, შეუძლია ტილიონამდე ოპერაციის შესრულება ყოველი ფოტოს გადაღებისას. მომხამრებლმა ასევე მიიღო საშუალება გააკონტროლოს სიმკვეთრის სიღრმე ფოტოს გადაღების შემდეგ (ანალოგიური ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია Samsung Galaxy Note 9-ში).
მოწყობილობას ოთხი მიკროფონი აქვს, რომელბიც მაღალი ხარისხით იწერენ ხმას. მოწყობილობები ხელმისაწვდომი იქნება Silver, Space Gray და Gold ფერებში.
პრეზენტაციაზე Apple-მა ასევე ახალ აპლიკაციებზე და მათ შესაძლებლობებზე ისაუბრა. Homecourt-ს შეუძლია კალათბურთის ვარჯიშის ანალიზი, გამოითვალოს ტრაექტორია და ბურთის გასროლის კუთხე.
iPhone XS Max საათანახევრით მეტ ხანს მუშაობსვიდრე iPhone X ერთი დამუხტვით.
Apple-მა ასევე აჩვენა სრულიად ახალი სმარტფონი iPhone XR – 6.1 დიუმიანი Liquid Retina ეკრანითა და ალუმინის კორპუსით. ისევე, როგორც ახალი X სერია მასაც A12 Bionic პროცვესორი აქვს და ორმაგი კამერის ნაცვლად მხოლოდ ერთი აქვს.
ახალი iPhone-ების ფასები შემდეგნაირი იქნება:
iPhone XS 64 GB 999$
iPhone XS Max 64 GB 1100$
iPhone XR 64 GB – 600 – 700$
პრეზენტაციის დასაწყისში ახალი “ჭკვიანი” საათი Apple Watch Series 4 წარმოადგინეს, რომელიც 40 და 44 მილიმეტრიანი მოდელების სახით გამოვიდა. ეკრანის ზომა წინა მოდელებთან მიმართებაში 35%-ით გაიზარდა.
საათმა ასევე მიიღო ახალი ციფერბლატი და გაძლიერებული დინამიკები. Series 4 აღჭურვილია ახალი S4 პროცესორით, რომელიც საათის წარმადობას აორმაგებს.
ახალი Apple Watch მომხმარებლის ჯანმრთელობაზეც ზრუნავს. თუ მომხმარებელი დაეცა და არ წამოდგა 1 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ის ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო დახმარებას. გარდა ამისა საათს შეუძლია ელექტრო კარდიოგრამის გადაღბა და დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენა.
ერთი დამუხტვით მოწყობილობა 18 საათის განმავლობაში იმუშავებს. მიუხედავად კორპუსის ზომის გაზრდისა ძველი სააჯურები მაინც თავსებადი იქნება ახალი თაობის საათთან.
საათის შეკვეთა 14 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი და 21 სექტემბრიდან ისინი 16 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. სიახლის მინიმალური ღირებულება 399$ იქნება.
პრეზენტაციის შემაჯამებელი ვიდეო რგოლი:
პრეზენტაციის სრულად ნახვა კომპანიის ოფიციალურ საიტზე არის შესაძლებელი.