Tsamali.ge – ეს არის პირველი ქართული ციფრული მედიცინის ეკო-სისტემა, რომელიც აერთიანებს შემდეგ სერვისებს:

  • ექიმთან და კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა
  • მედიკამენტების ანოტაციების ბაზა
  • სამედიცინო აქციები
  • ფასდაკლებები
  • ბლოგი
  • საზღვარგარეთ მკურნალობის მიმართულება

საიტს სამომავლოდ სამედიცინო მომსახურების ფასები დაემატება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კომფორტული და გამოსადეგია.

ასევე საიტზე ჯანმრთელობის დაზღვევის გაყიდვებიც დაიწყება.

“ჩვენი ინოვაციურობა ციფრული სიახლეების ძიება დანერგვაშია. გვინდა საქართველოში მოსახლეობას უკეთესი, ხელმისაწვდომი და გამარტივებული ციფრული სამედიცინო ეკოსისტემა შევუქმნათ. სტრესული და მძიმე სამუშაო გრაფიკი გვაქვს თუმცა ძალიან საინტერესო, რაც იმის საწინდარია, რომ მალე ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მოსახლეობასა და ბიზნესს.” – განაცხადა Navigator-თან საუბრისას პროექტის დირექტორმა ლადო კანდელაკმა.

Tsamali.ge-ს ამ ეტაპზე 5000-6000 უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

წინა სტატიაWiFisher-ის ექსპანსია ევროპულ ბაზარზე
შემდეგი სტატიაგამოვიდა Xiaomi Redmi Note 5 Pro, Mi 5/Mi 6, Mi Mix/Mix 2, და Mi Note 2-ის MIUI 10 Global განახლებები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი